| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სახელმწიფო GemFest-ს ანაკლიაში მიწას არ მიაქირავებს, - გადაწყვეტილებაზე სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ ეკა სისაურმა IPN-ს განუცხადა.
სისაური ამბობს, რომ მიწის იჯარით აღების სურვილით კომპანია GMF-მა სააგენტოს 27 მარტს მიმართა და 9-12 აგვისტოს ფესტივალის ჩატარებისთვის მიწის იჯარით გამოყოფა ითხოვა.
" მათ დაიწყეს ბილეთების გაყიდვა Gem Fest 2018-სთვის ისე, რომ იჯარით ან რაიმე სხვა უფლებით სახელმწიფოსგან აღებული არ ჰქონდათ მიწის ნაკვეთი, სადაც მათ უნდათ, რომ აღნიშნული ღონისძიება ჩატარდეს. ჩვენ უარს მივწერთ კომპანიას აღნიშნული ტერიტორიის იჯარის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ეკა სისაურმა.
GemFast-ის დამფუძნებელი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს და სიურპრიზს აანონსებს.
შეგახსენებთ, გიორგი სიგუამ ადრე განაცხადა, რომ თუ სახელმწიფო მიწის იჯარაზე უარს იტყვის, კერძო პირებისგან მოხდება მიწის დაქირავება, ან ფესტივალი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გაიმართება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss