| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ლევან დავითაშვილი ოქროსა და სპილენძის მომპოვებელ RMG-ში სპეცმმართველის შეყვანას არ გამორიცხავს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამ „უკიდურესი ზომის“ გამოყენების ალბათობას იმ შემთხვევაში ხედავს თუ კომპანია კომპანია დარღვევებს არ გამოასწორებს.
"თუ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ჩვენ იქ ვერ მივიღებთ სიტუაციის გამოსწორებას. ეს იყო უკიდურესი ზომა, როცა „ჭიათურმანგანუმში“ მოხდა დროებითი მმართველის დანიშვნა და შეიძლება უკიდურესი ზომა იქნეს გამოყენებული RMG-ის შემთხვევაში. ეს არის ჩვეულებრივი მიდგომა და ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით, რომ შეიძლება გარკვეული პრეფერენცირებული მიდგომები არსებობს ერთი ან მეორე კომპანიის შემთხვევაში", - განაცხადა მინისტრმა პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე, ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ.
გოცირიძე შერჩევით სამართალზე საუბრობს. მან მინისტრს ჰკითხა, გარემოზე მიყენებული ზარალის გამო რატომ არ შეიყვანა მთავრობამ დროებითი მმართველი RMG-ში, როგორც ეს "ჯორჯიან მანგანეზის" შემთხვევაში მოხდა.
შეგახსენებთ, 2 აპრილს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კაზრეთში იმყოფებოდა, სადაც კომპანია RMG Copper-ისა და RMG Gold-ის წარმოებას ადგილზე გაეცნო. კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გარემოსდაცვითი საკითხები განიხილეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss