| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ 10 აპრილიდან პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს.
ყველა დაინტერესებულ პირს (მათ შორის სსსმ და შშმ პირებს) ეძლევა შესაძლებლობა სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს ქვემოთ ჩამოთვლილ პროგრამებს:
- ვებ ინტერფეისის დეველოპერი.
- საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი.
- ინფორმაციის ტექნოლოგია.
- კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი.
- სამგანზომილებიანი გრაფიკის სპეციალისტი (გენერალისტი).
- ვებ ინტერფეისი დიზაინერი.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, დარეგისტრირებულმა აპლიკანტმა, სწავლის დასაწყებად უნდა გაიაროს ტესტირება უცხოურ ენასა და უნარებში. სსსმ და შშმ პირები ისარგებლებენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირების ფორმებით, რომელიც მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ შეფასდება.
სასწავლებელი აღჭურვილია განახლებული ინფრასტრუქტურით და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ადაპტირებულია სსსმ და შშმ პირებისთის. დაკომპლექტებულია კვალიფიციური, გადამზადებული პედაგოგებითა და ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტებით.
ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიული სტუდენტების სტაჟრებასა და წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმებას.
სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიასთან“ დაკავშირებით ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: www.itvet.ge
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss