| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრების მომატებული რაოდენობის გამო, საქართველოს რკინიგზა მატარებლის დამატებით რეისებს ნიშნავს.
5, 6, 7, 9 და 10 აპრილს (#808/807) 4 ვაგონიანი, ორ სართულიანი შტადლერის ელექტრომატარებელი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალი განრიგით იმოძრავებს. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10:30 გავა, ბათუმში ჩავა 15:30-ზე. ბათუმიდან კი გამოვა 17:10-ზე და თბილისში ჩამოვა 22:03-ზე.
დამატებითი რეისი ინიშნება თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებაზე. კერძოდ, 5, 6, 7, 9 და 10 აპრილს 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი (#878) თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 8:50-ზე გავა, სენაკში ჩავა 13:08-ზე. სენაკიდან კი (#877) გამოვა 19:45-ზე და თბილისში ჩამოვა 23:59-ზე.
მატარებლის ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს რკინიგზის სალაროებში, სწრაფი გადახდის აპარატებში, რკინიგზის ვებ-გვერდზე და სპეციალურად სმარტფონებისთვის შექმნილი აპლიკაციის მეშვეობით. (Georgian Railway Tickets)
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss