ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
რეგიონულ ჰოსპიტალში ოფთალმოლოგიური ცენტრი გაიხსნა  
2 აპრილი, 2018, 10:19
რეგიონულ ჰოსპიტალში ოფთალმოლოგიური ცენტრი გაიხსნა  

თბილისი (GBC) - თბილისში,  რეგიონულ ჰოსპიტალში (ყოფილი ლეჩკომბინატის შენობა), უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ოფთალმოლოგიური ცენტრი გაიხსნა.

ქვეყნის ცნობილი და გამოცდილი ოფთალმოლოგები, პროფესორი მიხეილ ომიაძე და მიხეილ გაბრიჩიძე, პაციენტების მიღებას ქავთარაძის 23 ნომერში 2 აპრილიდან  იწყებენ.

ოფთალმოლოგიურ ცენტში თვალთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარება იქნება შესაძლებელი.   საოპერაციო ბლოკები მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებითაა დაპროექტებული, რაც თვალზე რთული ქირურგიული ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. 

უახლესი თაობის ფემტო ექსიმერ ლაზერის  აპარატი 6 წამში ახორციელებს ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის კორექციას. გადაუდებელი ოფთალმოლოგიის სერვისი 24 საათის განმავლობაში იმუშავებს, გეგმიურ პაციენტებს ოფთალმოლოგიური ცენტრი 10:00 – 18:00 სთ-მდე მიიღებს. ცენტრი მოზრდილების გარდა  ბავშვებსაც მოემსახურება.  

ოფთალმოლოგიური ცენტრის სერვისები:

კატარაქტის ქირურგიული მკურნალობა ულტრაბგერის გამოყენებით (ფაკოემულსიფიკაცია) და მაღალტექნოლოგიური, მულტიფოკალური  ხელოვნური ბროლის  გადანერგვით.

გლაუკომის ქირურგიული მკურნალობა ექსპრეს შუნტის გამოყენებით.

ახლომხედველობის, შორსმხედველობის და ასტიგმატიზმის ლაზერული კორექცია ფემტო ექსიმერ ლაზერის საშუალებით.

დიაბეტური თვალის ქირურგიული და ლაზერული მკურნალობა.

ბავშვთა ოფთალმოლოგია.

სიელმის ოპერაციები და კომპიუტერული ვარჯიშები.

კერატოკონუსის ქირურგიული მკურნალობა ფემტოლაზერის საშუალებით-ინტრაკორნეალური რკალების გადანერგვა ან რქოვანის გადანერგვა.

კერატოკონუსის მკურნალობა ულტრაიისფერი სხივების გამოყენებით - ქროსლინქინგი.

გლაუკომის,  ბადურა გარსის და რქოვანის დაავადებების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება თვალის კოჰერენტული ტომოგრაფის საშუალებით (TOPCON)

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები