| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რეანიმობილით ნარკოტიკების შემოტანის ორგანიზებისთვის ექიმ თეიმურაზ ქორიძის ვაჟი დააკავეს.
შსს დაკავებულ ი.ქ 2017 წლის იანვარში თურქეთიდან "ბუპრენორფინის“ შემცველი, დაახლოებით, 900 აბი ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ორგანიზებას ედავება. ამ საქმეში ფიგურირებს მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა).
შსს-ს ცნობით, ი.ქ 2017 წლის იანვრიდან იგი, ფაქტობრივად, დირექტორის ფუნქციებს ასრულებდა მამამისის – თ.ქ.-ს კუთვნილ შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრში“, რომელიც პაციენტებს რეანომობილით ტრანსპორტირების მომსახურებას უწევდა, მათ შორის, საზღვარგარეთ.
საჯარო რეესტრის ცნობით, თეიმურაზ ქორიძე კატასტროფის მედიცინის ცენტრის" დირექტორი იყო. ის გასული წლის შემოდგომაზე გარდაიცვალა. კომპანიაში მისი წილი 15% მეუღლემ მემკვიდრეობით მიიღო. ამავე კომპანიაში 25% ცნობილ ექიმს ამირან ქორიძეს ეკუთვნის, 15% ლევან ქორიძეს და 25% დავით ბანცაძეს.
ამ დროისთვის, ჯ.ხ. უკვე მსჯავრდებულია და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ.გ.-ს, რომელიც, ასევე, გასამართლებულია სხვა დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ი.ქ.-სთან ერთად წარედგინება ბრალდება, ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss