| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ინფრასტრუქტურის მინისტრი საჯაროდან კერძო სექტორში ინაცვლებს.
ზურაბ ალავიძის გადადგომა საქართველოს პრემიერმა ბრიფინგზე დაადასტურა და შემცვლელად მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი წარადგინა.
პრემიერი ამბობს, რომ ალავიძე კერძო სექტორში ბრუნდება და მისი რამდენიმე დღიანი თხოვნა დარჩენაზე უშედეგო აღმოჩნდა.
მომიწია მისი თხოვნის დაკმაყოფილება - ამბობს კვირიკაშვილი, რომელიც ალავიძეს ძალიან წარმატებულს და ბიუროკრატიის მოწინააღმდეგეს უწოდებს.
მან ასევე უარყო რომ ალავიძე ტენდერებში კორუფციულ სქემებს შეეწირა და თქვა, რომ "ამ პოლიტიკურ სპეკულაციებს აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია".
დიდ შედეგებს ელის კვირიკაშვილი მაია ცქიტიშვილისგანაც.
„დარწმუნებული ვარ მაია იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი, დარწმუნებული ვარ სივრცითი განვითარების კუთხით ვიხილავთ ძალიან ბევრ წარმატებას“ - განაცხადა პრემიერმა.
რატომ გადაწყვიტა ზურაბ ალავიძემ მინისტრის პორტფელის დათმობა არ დასახელებულა. ბოლო პერიოდში მასი მუშაობა პარლამენტის აგრარულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ გააკრიტიკა, თქვა, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით მისი უწყების მობილიზებას ვერ ხედავდა.
"ინფრასტრუქტურის მინისტრი ფაქტობრივად არ ესწრება ამ (კომისიის) შეხვედრებს, ის ტოვებს მათ დაწყებიდან რამდენიმე წუთში და ერთხელაც არ მინახავს ჩასული რეგიონში", - განაცხადა მაშინ დანელიამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss