| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ბაზარზე უალკოჰოლო ახალი ლუდი გამოჩნდა, პანკისიდან.
ასკილის ნედლეულის წარმოებაზე ხეობაში მცხოვრები შენგელი ტოხოსაშვილი აცხადებს.
„ასკილის უალკოჰოლო ლუდის ხარშვის ტრადიცია ქისტებში დიდი ხანია არსებობს. ჩვენი ოჯახიც ამ ტრადიციას მიყვებოდა. ადრე ბებია ხარშავდა ხოლმე სხვადასხვა დღესასწაულზე. მერე დედაჩემმაც დაიწყო ლუდის მოხარშვა. ადრე ლუდს ვყიდდით კიდეც და ჩვენი ოჯახის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იყო. ლუდი მზადდება ასკილისგან და შემდეგ ვურევთ სვიას, კუნელს და სხვა მცენარეებს. მოხარშვის შემდეგ სხვა ჭურჭელში ვასხამ, სადაც ის დუღს. ერთი კვირის შემდეგ უნდა გაიფილტროს და შემდეგ შესაძლებელია მისი დალევა“, - უთხრა მან knews.ge-ს.
ასკილის ლუდის ჩამოსხმის იდეა შენგელის, პანკისში „ახალგაზრდა მეწარმის“ დაწყებისთანავე გასჩენია. პროექტს აშშ-ის შტატების განვითარების სააგენტო ახორციელებს.
მისმა იდეამ წელს USAID-ის პროექტში ZRDA გაიმარჯვა, რაც ელექტროსახარში ქვაბის შეძენის და ადგილობრივების დასაქმების შესაძლებლობას მიცემს.
ახალგაზრდა მეწარმე 1 ლიტრი ლუდის ₾ 1.5 -ად გაყიდვას გეგმავს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss