| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ტურიზმი გახდა ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ლოკომოტივი, - განაცხადა პრემიერმა ტურიზმის ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშის წარდგენისას.
გიორგი კვირიკაშვილმა სექტორში პოზიტიურ ტენდენციაზე აღნიშნა და იმედი გამოთქვა, რომ ტრენდი შენარჩუნდება.
"7.5 მლნ ტურისტი შემოვიდა 2017 წელს და დარწმუნებული ვარ, რომ 2018 წელი დასრულდება რიცხვით, რომელიც 8 მილიონს გადააჭარბებს", - განაცხადა პრემიერმა.
კვირიკაშვილმა ტურიზმიდან შემოსავლის ზრდაზეც აღნიშნა. სექტორმა 2017 წელს 2.7 მილიარდის გენერირება მოახდინა.
"ეს არის შემოსავალი ჩვენი ეკონომიკის ყველა სეგმენტში. მინდა ყველამ გავიაზროთ ტურიზმის მნიშვნელობა არა მარტო მომსახურების სფეროსთვის, არამედ ყველა ინდუსტრიისთვის, ვინაიდან ეს შემოსავალი ნაწილდება აბსოლუტურად ყველგან და აისახება ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss