| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Fitch Ratings -მა Tegeta Motors -ს რეიტინგი „B-“ დონეზე დაუდასტურა, პროგნოზით „სტაბილური“.
აღსანიშნავია, რომ Tegeta პირველი კომპანიაა ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Fitch -ის რეიტინგის მოპოვება შეძლო. წინასწარი რეიტინგი სააგენტომ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში მიანიჭა.
Fitch -ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია კომპანიამ წარმატებით განათავსოს 30 მილიონი ლარის ობლიგაციები, რომლის გამოშვება 2018 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე იგეგმება, თუმცა ირკვევა, რომ ემისია აგვისტოს ბოლომდე გადავადდა. ადგილობრივ ვალუტაში ვალდებულებების მოზიდვით, სააგენტო კომპანიის ლიკვიდობის გაუმჯობესებას და დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებას ელის.
რეიტინგის მინიჭებისას Fitch -მა ბაზარზე Tegeta -ს ლიდერის პოზიცია და ბიზნესის სტაბილური ზრდა გაითვალისწინა და აღნიშნა, რომ რეიტინგი შეზღუდულია რეგიონში არსებული მაკროეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენით.
შეგახსენებთ, „თეგეტა“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილის სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss