ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
შსს-მ რუსთავში საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმისთვის 1 პირი დააკავა
27 მარტი, 2018, 12:56
შსს-მ რუსთავში საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმისთვის 1 პირი დააკავა

თბილისი (GBC) -  შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში, საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის მცდელობის აღკვეთაზე განაცხადა. 

შსს-ს ცნობით, რუსთავის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული დ.შ., ყაჩაღობის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.შ., რომელიც გადაჭრილი ორლულიანი თოფით იყო შეიარაღებული, რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე ,,საქართველოს ბანკის” ექსპრეს-ფილიალს ყაჩაღურად თავს დაესხა. იგი ბანკიდან ფულის გატაცებას აპირებდა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.

სამართალდამცველებმა, რომლებიც ,,საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე განაიარაღეს და დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – გადაჭრილი ორლულიანი თოფი, ნიღაბი და ხელთათმანები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები