ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რა პირობები ჩაიდება მიწის შესახებ კანონში
26 მარტი, 2018, 16:13
რა პირობები ჩაიდება მიწის შესახებ კანონში

თბილისი (GBC) -  სოფლის მეურნეობის სექტორში კლების ფონზე მიწის შესახებ კანონი, რომელზეც პარლამენტი მუშაობს,  განსაკუთრებულ  აქტუალობას იძენს. 

კანონპროექტი მზად აპრილის დასაწყისში იქნება, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა უცხოელებზე აიკრძალება, თუმცა  სტრატეგიული პროექტების შემთხვევაში, მთავრობას განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების დისკრეცია რჩება.

"უცხო ქვეყნის ფიზიკურ პირზე მიწის გასხვისება იკრძალება, მაგრამ ხელმისაწვდომი იჯარის ფორმით რჩება. ასევე საუბარია, რომ საქართველოში დარეგისტრირებულ სუბიექტში თუ საქართველოს მოქალაქეს წილის 50%-ზე მეტი აქვს, ნასყიდობა ასევე პრობლემა არ იქნება. სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა პორტი, სამთო განვითარების პროექტები, მასშტაბური ჰესების პროექტები, გამონაკლისის სახით გადაწყვეტილების მიღების დისკრეცია რჩება მთავრობას", - განუცხადა პარლამენტის  აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ BM.ge-ს. 

 2017 წელს, სოფლის მეურნეობაში, ნადირობასა და თევზჭერაში მშპ-ს მოცულობა   2.672 მლრდ ლარი იყო.  წლიურ ჭრილში კლებაა 2,7 %-ით, ასევე 2.7%-იანი კლებაა შინამეურნეობების მიერ პროდუქციის გადამუშავების სექტორში.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობა მშპ-ს 8.2% აგენერირებს. 2016 წელს დარგში 0.3%-იანი ზრდა იყო.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები