ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Check in Georgia  -ს რეკლამებიდან ვისოლ ჯგუფი 0.5 მილიონს მიიღებს
25 მარტი, 2018, 23:50
Check in Georgia  -ს რეკლამებიდან   ვისოლ ჯგუფი 0.5 მილიონს მიიღებს

თბილისი (GBC)  - Check in Georgia  -ს  სარეკლამო კამპანიას  "ვისოლ ჯგუფის" შვილობილი, კომპანია „ალმა“ მოემსახურება.

მასშტაბური ღონისძიებების გარე რეკლამა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სწორედ „ალმას“ ბანერებსა და  მონიტორებზე იქნება წარმოდგენილი და ამ მომსახურებისთვის „ალმა“ 500 000 ლარს მიიღებს. შესყიდვა გამარტივებული გზით უნდა განხორციელდეს.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ შერჩეული ტერიტორიები, რომელიც კომპანიას ეკუთვნის  ხალხმრავალია და იქ ინტენსიური მოძრაობაა -  „აღნიშნული ბანერის მეშვეობით მოსახლეობა და უცხოელი ტურისტები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებებთან დაკავშირებით“.

სარეკლამო ბანერებზე, ბილბორდებსა და მონიტორებზე რეკლამა წარმოდგენილი იქნება 4 ქალაქში - ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში, ასევე სამივე საერთაშორისო აეროპორტში. ჯამში რეკლამა 36 ადგილზე განთავსდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები