| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი- ეს განცხადება საქართველოს პრემიერმა სასტუმრო Akhasheni Wine Resort -ის გახნისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ კერძო სექტორთან პარტნიორობით, კახეთში ჩარტერული ავიარეისები შესრულდეს.
„ვფიქრობ, მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი. ამაზე მიდის ფიქრი და ისევ და ისევ კერძო სექტორთან პარტნიორობით ჩვენ შევძლებთ, რომ კახეთში განხორციელდეს პირდაპირი ჩარტერული რეისები, პირველ ეტაპზე, შემდგომში შესაძლოა, რეგულარული რეისებიც დაინიშნოს. ვფიქრობ, რკინიგზა, რომელიც გვაქვს, არის უდიდესი სიმდიდრე. ახალი რკინიგზის გაყვანა მოგეხსენებათ, რომ ჯდება უზარმაზარი თანხები და კახეთის მიმართულებით ჩვენ გვაქვს რკინიგზა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე განადგურებული. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს რკინიგზა აღდგეს. ტურიზმი რკინიგზის გარეშე არის წარმოუდგენელი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს სასტუმრო არ არის მხოლოდ და მხოლოდ სასტუმრო“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ თუშეთი და კახეთი ცალ-ცალკე არ უნდა იქნას განხილული და ყურადღება ახალი გზის მნიშვნელობაზე გაამახვილა, რომელიც თბილისიდან თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის ხანგრძლივობას სამჯერ შეამცირებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss