ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
AtlasGlobal-ი თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს აღარ შეასრულებს
24 მარტი, 2018, 21:10
AtlasGlobal-ი  თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს აღარ შეასრულებს

თბილისი (GBC) - თურქული ავიაკომპანია AtlasGlobal-ი რეგულარული რეისების ნაცვლად სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს განახორციელებს, - ამის შესახებ  კომპანიამ სააგენტო GHN-ს აცნობა.  მანამდე, კომპანიის გეგმაზე სააგენტომ ინფორმაცია წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. 

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, AtlasGlobal-ი 2018 წლის ზაფხულის სეზონზე ფრენების განრიგს ცვლის და სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს აჩერებს.

ავიაკომპანიის მენეჯმენტი ამბობს, რომ ცვლილებები დაკავშირებულია ავიაფლოტის განახლებასთან. რეგულარული რეისების ნაცვლად განხორციელდება ჩარტერული რეისები ტურისტული მიმართულებებით. ცვლილებები ეხება ავიაკომპანიის საერთაშორისო მიმართულებებს, მათ შორის საქართველოს, თბილისს.

ავიაკომპანიის საქართველოს წარმომადგენლობაში განმარტავენ,რომ 26 აპრილიდან ზაფხულის სეზონზე რეისები არ განხორციელდება: 1. სტამბოლი- ჰამბურგი-სტამბოლი 2. სტამბოლი -ციურუჰი-სტამბოლი;  3. სტამბოლი- თბილისი-სტამბოლი;  4. სტამბოლი- მახაჭკალა-სტამბოლი;  5. სტამბოლი-ზაპოროჟია- სტამბოლი; 6. სტამბოლი-კრასნოდარი-სტამბოლი

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები