| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
თბილისი (GBC) - 23 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულებები განიხილეს. მხარეებმა იმსჯელეს ახალი საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნის პერსპექტიულ გეგმებსა და განსახორციელებელი ღონისძიებების თანმიმდევრულ და ჰარმონიზებულ პროცედურებზე.
„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „სარფი-სარფ, კარწახი-ჩილდირ/აკტაშ, ახალციხე-პოფსი/თურქგოზუ”-ის სახმელეთო საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივად გამოყენების შესახებ გაფორმებული შეთანხმების“ და „მგზავრების, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საერთაშორისო გადაადგილების შესახებ მონაცემთა ელექტრონულად გაცვლის დეტალების თაობაზე ოქმის“ ეფექტური იმპლემენტაციის კუთხით, მხარეებმა მონაცემთა გაფართოებული მოცულობის გაცვლის ტექნიკურ და სამართლებრივ შესაძლებლობებსა და საბაჟო კონტროლის შედეგების ურთიერთაღიარების პერსპექტივებზე იმსჯელეს, რაც ხელს შეუწყობს ორივე მხარის კანონშესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის უფრო სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით განხორციელებას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss