| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – Inter-Rao -სა და ყაზტრანსგაზთან საარბიტრაჟო დავებში საქართველოს ინტერესებს გლობალური იურიდიული კომპანია White & Case იცავს.
როგორც იუსტიციის სამინისტრომ GBC- ს აცნობა, ორივე საქმეზე უკვე შექმნილია ტრიბუნალი და საარბიტრაჟო წარმოებაც მიმდინარეობს. საქმეები მხარეთა შორის წერილობითი პოზიციების გაცვლის ეტაპზეა.
ყაზახურმა „ყაზტრანსგაზმა“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დავა 2017 წლის 11 აპრილს დაიწყო. ინვესტორი 130 მილიონი აშშ დოლარის დაბრუნებას და დამატებით, ზარალის 50 მილიონი დოლარის ანაზღაურებას ითხოვდა. გაგრძელდება თუ არა დავა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისურ აქტივს ყაზახი ინვესტორებისგან „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ყიდულობს, უცნობია.
რაც შეეხება კიდევ 2 დავას - საქმე ეხება სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტში დაწებულ დავას, სადაც მოსარჩელე Gardabani Holdings-ი, Inter-Rao EES -ი და თელასია. კომპანიები ლარის გაუფასურების გამო, ათეულობით მილიონის ზარალზე საუბრობენ და კომპენსაციას ითხოვენ.
White & Case 1901 წელს ნიუ-იორკში დაფუძნდა და დღეისათვის წამყვანი იურიდიული ფირმაა. 2016 წელს, The Global Arbitration Review -მ კომპანია საერთაშორისო არბიტრაჟში #1 იურიდიულ კომპანიად დაასახელა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss