ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დასკვნა: გუდაურში მომხდარი შემთხვევა ძაბვის ვარდნასა და ოპერატორის არასწორ ქმედებას უკავშირდება
წყარო: პირველი არხი
23 მარტი, 2018, 11:30
დასკვნა: გუდაურში მომხდარი შემთხვევა ძაბვის ვარდნასა და ოპერატორის არასწორ ქმედებას უკავშირდება

თბილისი (GBC) -  16 მარტს,  გუდაურში საბაგიროს დაზიანების დროს შეცდომა დაუშვა ოპერატორმა, რომელსაც ძაბვის ვარდნის შემდეგ არ განახორციელა სწორი ქმედებები, - ასეთია ექსპერტების დასკვნა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბრიფინგზე წარადგინა. 
 
ვითარების შესწავლის შედეგად „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტებმა დაადგინეს, რომ „საძელეზე“ ძაბვის ვარდნა ნამდვილად მოხდა, რამაც საბაგიროს გათიშვა გამოიწვია.
„ოპერატორს უნდა მოეხდინა აღნიშნული საბაგიროს გადაყვანა დიზელ-გენერატორზე და შემდგომში იქ არსებული ტურისტების მიყვანა, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს. სამწუხაროდ, დღეს არსებული დასკვნის მიხედვით, ოპერატორმა დაუშვა შეცდომა. ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი. დასკვნა, რომლიც ჩვენ გვაქვს, გადაეცემა უკვე შსს-ს, რომელიც აგრძელებს მოკვლევას და შესაბამისად კანონმდებლობის მიხედვით დააყენებს იმ პასუხსიმგებლობებს, რომელიც უნდა დადგეს” , – განაცხდა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დასკვნის  თანახმად, საბაგირო ტექნიკურად სრულიად გამართულია, მას პერიოდული ინსპექტირებაც დროულად ჰქონდა გავლილი, გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ამ ნაწილში პრობლემა არ არსებობს. ამასთან, 2017 წლის 22 დეკემბერს ინსპექტირება კვალიფიციურად ჩატარდა.

 „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტული დასკვნა საფუძვლად დაედება იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობა მიიღებს „საძელეს“ ინციდენტთან მიმართებაში, საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ოფიციალური გამოძიების შემდეგ მივიღებთ. გარდა ამისა, გამოძიებას აღნიშნული საქმის მიმართ გააგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის შედეგიც მოგვიანებით გახდება ცნობილი. გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდება ოპერატორს, რომელიც მართავდა „საძელეს“ საბაგიროს ინციდენტის მომენტში. რაც შეეხება სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხს, ის მხოლოდ ოფიციალური გამოძიების დასრულების შემდეგ განისაზღვრება", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

 თანამდებობის დატოვების თხოვნით მინისტრს უკვე მიმართა "მთის კურორტების განვითარების სააგენტოს" დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები