| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისის მერიას „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა 25 მლნ ლარზე მეტი დაუჯდება, - მიიჩნევს კომპანიის გენერალური დირექტორი ბენიამინ ლაჰავი.
პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობაზე ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი, მაგრამ დოკუმენტში დევს ფორმულა, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლოს თანხა უნდა დაანგარიშდეს.
„მთავარი რიცხვი მოდის ხელშეკრულებაში ჩადებული ფორმულის საფუძველზე, მაგრამ პირველ რიგში, უნდა დაისვას კითხვა, რა გზით წავალთ. თუ შეთანხმდება მხარეთა შორის, რომ პირგასამტეხლოს გადახდა უნდა მოხდეს, მარტივად შეიძლება ამის დათვლა ფორმულის მიხედვით, მაგრამ თუ მხარეთა შორის შეთანხმება ვერ მოხერხდება, ეს უფრო ძვირი დაუჯდება თბილისის მერიას. აუდიტორული კომპანია „ესტერიანგის“ მიერ ამ თანხის დათვლა არ იყო ჩვენი იდეა. დავით ნარმაინამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მან მოიწვია აუდიტი და ჩაატარა კვლევა და მიიღო ის შედეგი, რაც მიიღო. მათ გამოიყენეს ხელშეკრულებაში ჩასმული მექანიზმი, პრაქტიკაში მოიყვანეს ფორმულა, რომელიც იქ წერია და გამოიყვანეს ეს ციფრი. ამის შემდეგ მიაწოდეს მერიას. უკვე ჩართულები არიან პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებმაც კომპანიის უფლებები საერთაშორისო დონეზე უნდა დაიცვას და, რა თქმა უნდა, ეს უფრო ძვირი დაუჯდება მერიას“, - განაცხადა ლაჰავიმ IPN-თან საუბრისას.
თავის მხრივ, კომპანიის იურისტმა თამარ შუბითიძემ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს თანხა მას შემდეგ უნდა დაითვალოს, რაც სასამართლო კომპანიის მიმართ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. „ეს პროცესი რამდენ ხანს გაგრძელდება არავინ იცის“, - აღნიშნა შუბითიძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss