| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობა ყურის არაბული სახელმწიფოებიდან ინვესტორებს მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ Channel Georgia Consulting-ის თავმჯდომარე ფადი ასლის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც 21 მარტს გაიმართა.
ფადი ასლიმ პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა GCC -ს ქვეყნებში Channel Georgia Consulting-ის საქმიანობის და გეგმების შესახებ.
„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან GCC-დან ინვესტიციების შესახებ. მოხარულნი ვართ Gulf Cooperation Council-დან საქართველოში ინვესტიციებისთვის მისი მუდმივი მხარდაჭერის გამო. ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მთავრობა ყოველდღიურად ბევრს მუშაობს მისი კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის. საქართველო ინვესტორებს არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს სთავაზობს“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ფადი ასლიმ.
Channel Georgia Consulting უნიკალური საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმაა, რომელიც გამოცდილ პროფესიონალებს აერთიანებს, რათა მსოფლიო მასშტაბით მომსახურება გაუწიოს ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინდუსტრიის, საბანკო საქმიანობის, ფინანსური სერვისების, მშენებლობის, უძრავი ქონების, ინფრასტრუქტურის და სარეკლამო საქმიანობის სფეროში მოქმედ ინვესტორებს და ბიზნესებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss