| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა, სოფო ბალავაძემ „ვიონი საქართველოს“ (ბილაინი) საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის პოზიციაზე გადაინაცვლა.
„პოზიციის შეთავაზებით დამიკავშირდენ ამსტერდამიდან, სათავო ოფისიდან. პირველივე საუბრისას დამრჩა ძალიან კარგი შთაბეჭდილება – ეტყობოდა, რომ ეს იყო პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომლის წევრები გულშემატკივრობენ თავიანთ საქმეს. მას მერე, გასაუბრების პროცესში ჩემი ყოველი შემდგომი კონტაქტი კომპანიის სხვადასხვა წარმომადგენელთან თბილისიდან, თუ საზღვარგარეთიდან იყო უაღრესად პოზიტიური და საინტერესო. იგრძნობოდა, რომ ბევრი გამოწვევა დამხვდებოდა. ამასთან ერთად, დაემთხვა ჩვენი ღირებულებები. ეს არის ინოვაციაზე, პროგრესზე ორიენტირებული კომპანია, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი – გულახდილობაა. მოლოდინი მაქვს კარგი, რადგანაც კომპანია მუდმივად ვითარდება, იყურება წინ და, ამავდროულად, აქ ადამიანები ერთმანეთს უსმენენ და პატივს ცემენ“, - ციტირებს Marketer.ge სოფო ბალავაძეს.
„ვიონი საქართველო“ შედის VEON-ის კომპანიათა ჯგუფში – კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების მიმწოდებელი საერთაშორისო კომპანია, რომელიც ემსახურება 240 მლნ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 12 ქვეყანაში. VEON-ის სათავო ოფისი მდებარეობს ამსტერდამში, ნიდერლანდები და კომპანიის აქციები განთავსებულია NASDAQ და Euronext Amsterdam საფონდო ბირჟებზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss