| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ბრენდ „მილკო ფუდის“ მფლობელის „ჯორჯიან მილკის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმე გაიხსნა.
საქმის გახსნის თხოვნით სასამართლოს კომპანიებმა „ფრენდმა“ და “ოვალ პლასტიკ ჯორჯიამ“ მიმართა.
საქმის მასალების მიხედვით, ,,ჯორჯიან მილკი“ წერილობით აღიარებს, რომ შპს „ფრენდსის“ მიმართ 391 179 ლარის ოდენობით, ხოლო შპს ,,ოვალ პლასტიკ ჯორჯიას“ მიმართ 93 767,9 ლარის ოდენობით დავალიანება აქვს. ორი კრედიტორის მოთხოვნა ჯამში 484 946.9 ლარია.
სასამართლომ ,,ჯორჯიან მილკის“ მეურვედ აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება კი, 20 აპრილს, 17 საათზე დანიშნა. ამ კრებაზე გაირკვევა კიდევ რა ვალდებულებები აქვს კომპანიას.
საჯარო რეესტრის მიხედვით, , კომპანია "ჯორჯიან მილკის“ 25-25%-ს ძმები ლევან და დავით ალავიძეები ფლობენ, 25%-ს ფლობს ალექსანდრე კოზმანაშვილი, ხოლო 25%-ს გიორგი ბიძინაშვილი. ეს უკანასკნელი ცოტა ხნის წინ, სააგენტო BM.ge-სთან საუბრობდა, რომ კომპანიას კრედიტორების 15 მილიონამდე მართებს, საწარმო კი, გაკოტრებამდე ალავიძეებმა მიიყვანეს.
2018 წლის იანვრიდან საწარმო იჯარით არის გაცემული კომპანია „რესპუბლიკაზე“. წლიური საიჯარო ქირა 102 864 აშშ დოლარია (259 900 ლარი), რაც მეიჯარემ სრულად საგადასახადო დავალიანების დასაფარად უნდა მიმართოს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss