| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – Tesla –ს აქციონერები ილონ მასკს მსოფლიოში ყველაზე მაღალ ხელფასს მისცემენ.
Bloomberg -ის ცნობით, ელექტრომობილების და მზის პანელების მწარმოებელი კომპანიის აქციონერთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მასკის წლიური ანაზღაურების 2.6 მილიარდ დოლარამდე გაზრდას. ასეთი მაღალი ხელფასი კი, ჯერ არცერთ დაქირავებულ მენეჯერს არ მიუღია.
გადაწყვეტილებას აქციონერთა 73% დასთანხდა. ხელფასის ზრდის მხარდაჭერა იმ აქციონერებმა გამოხატეს, რომელთა სამუშაო ადგილები ან მასკზე ან მის ძმა ქიმბალზეა დამოკიდებული.
აქციონერები ამ ნაბიჯით ცდილობენ მასკის ფოკუსში Tesla-ს დაბრუნებას. ცოტა ხნის წინ ბიზნესმენმა ღიად განაცხადა, რომ საიმედო შემცვლელის შემთხვევაში სიამოვნებით დატოვებდა Tesla-ს ხელმძღვანელის პოსტს და სხვა პროექტებზე გადაერთვებოდა. არადა კომპანიას არაერთ ამბიციურ გეგმაზე აქვს გაცხადებული, რომელთა შესრულების მკაფიო ხედვა აქციონერებს არ აქვთ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss