ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
m2 მთაწმინდის ნახანძრალ ფერდობზე ხე-მცენარეების დასარგავად მოხალისეებს იწვევს
22 მარტი, 2018, 11:36
m2 მთაწმინდის ნახანძრალ ფერდობზე ხე-მცენარეების დასარგავად მოხალისეებს იწვევს

თბილისი (GBC) - კომპანია „m2 უძრავი ქონება“ მთაწმინდის ნახანძრალ ფერდობზე ხე-მცენარეების დასარგავად მოხალისეებს იწვევს.

ჩარგვის პირველი ეტაპი 24 მარტს გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოხალისეს შეუძლია.

დაინტერესებული მოხალისეებისთვის m2-მა სპეციალური პლატფორმა www.gaamtsvane.ge შექმნა. აღნიშნულ ვებ-გვერდზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია მთაწმინდის აღდგენა-გატყევების პროექტის შესახებ - როგორც განხორციელებული, ასევე დაგეგმილი აქტივობები. პერიოდულად პლატფორმაზე განთავსდება ინფორმაცია ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რომელშიც მოხალისეების ჩართულობა იქნება შესაძლებელი.

ამ დროისთვის მთაწმინდის ნახანძრალი ფერდობი სრულადაა გასუფთავებული დამწვარი ხეებისაგან და მომზადებულია სანერგე ორმოები. ხე-მცენარეების ჩარგვა 24 მარტს დაიწყება და გაზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ კომპანია m2-მა საკუთარ თავზე აიღო მთაწმინდის ნახანძრალი 26 000 კვ.მ-ის აღდგენა-გატყევება და მისი 3 წლიანი მოვლა-პატრონობა. სარეაბილიტაციო პროექტი „თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის“ სპეციალისტებმა მოამზადეს.  პროექტში დარგის ექსპერტები და გარემოს დაცვის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები იყვნენ ჩართულები. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები