| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სითი პარკის 120 თანამშრომელი კარიერას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გააგრძელებს. ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა.
" ესენი არიან ძირითადად ინსპექტორები და არ უნდა დაზარალდნენ მათი კომპანიის ქმედებების გამო. პირიქით, მათი გამოცდილება გამოყენებული იქნება პარკირების სისტემის მართვისთვის", - აღნიშნა კალაძემ.
მერმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს დაავალა დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო ზომები საპარკინგე ინფრასტრუქტურის უმოკლეს ვადებში მოწყობისთვის.
კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, არ განიხილება "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის გადავადება და როგორც დაანონსდა, თბილისის სატრანსპორტო კომპანია 10 აპრილიდან განახორციელებს პარკირების სამუშაოებს.
"პარკირების სისტემის მართვას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს კეთილსინდისიერად და არ იქნება ორიენტირებული ჯარიმების გზით საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე. პარკირების საფასურიდან შემოსული ყოველი თეთრი მოხმარდება თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებას და არსებული პრობლემების მოგვარებას", - აღნიშნა კალაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss