| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ოთხშაბათს, 21 მარტს, ღამის 12 საათამდე დაჯავშნულ ყველა რეისზე 20%*-იან ფასდაკლებას აცხადებს.
აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად, Wizz Air თავის მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ხანგრძლივი დასვენების დღეების შესანიშნავად გასატარებლად ავიაკომპანიის სუპერ დაბალი ფასებით ისარგებლონ.
"თუ თქვენ ოჯახისთვის გამორჩეული სააღდგომო სურპრიზის მოწყობას გეგმავთ, ან, უბრალოდ, თქვენთვის განსაკუთრებულ ადამიანთან ერთად ახალი ქალაქის აღმოჩენა გსურთ, სწორედ ახლა არის დრო იმისთვის, რომ სააღდგომო არდადეგები დაუვიწყარ მოგონებად აქციოთ.
როდესაც არსებობს რეისი ისეთ მინიმალურ ფასად, როგორიცაა 49,99** ლარი, სპონტანურად დაგეგმილი დასვენება იმ 13 ქვეყნის 19 მიმართულებით, სადაც Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაფრინავს, შესაძლოა, ყოველდღიური რუტინიდან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებად იქცეს", - აცხადებენ კომპანიაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss