ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
RMG: ვეხსნებით ხელმოცარული პოლიტიკოსების მიერ ცუდად დადგმულ სპექტაკლს! 
20 მარტი, 2018, 21:31
RMG: ვეხსნებით ხელმოცარული პოლიტიკოსების მიერ ცუდად დადგმულ სპექტაკლს! 

თბილისი (GBC) -  არის მცდელობა ჩაგვითრიონ ბინძურ პოლიტიკურ თამაშში, რომელშიც დამოუკიდებელი ბიზნესის ადგილი ნამდვილად არ არის- კომპანია RMG  20 მარტის აუქციონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"ვაცხადებთ, რომ ჩვენი კომპანია დაინტერესებული იყო აუქციონის წესით მხოლოდ გონივრულ ფასად მიეღო კონკრეტული 16 ჰა მიწის ნაკვეთი დმანისის რაიონში.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე არის მცდელობა ჩაგვითრიონ ბინძურ პოლიტიკურ თამაშში, რომელშიც დამოუკიდებელი ბიზნესის ადგილი ნამდვილად არ არის! კომპანიაში ვიცოდით, რომ აუქციონის პროცესიც კონკრეტული ძალის მიერ დადგმული აბსურდული თამაშის ნაწილი გახდებოდა.

შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ პროცესში მიგვეღო მონაწილეობა იმ მიზნით, რომ მოწინააღმდეგის ნამდვილი სახე გვეჩვენებინა. ახლა, როდესაც შედეგი სახეზეა და მათი რეალური ინტერესები გამოჩნდა, ვეხსნებით ხელმოცარული პოლიტიკოსების მიერ ცუდად დადგმულ სპექტაკლს.

მოვუწოდებთ სახელმწიფოს, რომ უზრუნველყოს კერძო ბიზნესის დაცვა პოლიტიკური და მით უფრო მსგავსი დესტრუქციული ძალების ჩარევისგან, სამართლებრივი ფორმით", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

აუქციონზე გამოტანილი, დმანისში მდებარე  16 ჰა მიწის ნაკვეთის წლიური საიჯარო ქირის საწყისი ფასი 15 000 ლარი იყო, საბოლოო ფასი კი,   5.056 მილიონ ლარამდე გაიზარდა. პოლიტიკური პარტიების მიერ დაფუძნებულ ფონდს თანხის შესაგროვებლად  ახლა 45 დღე აქვს.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები