ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რომეო მიქაუტაძე: მესტიაჭალას ჰესი უსაფრთხოა მოსახლეობისთვის
20 მარტი, 2018, 18:25
რომეო მიქაუტაძე: მესტიაჭალას ჰესი უსაფრთხოა მოსახლეობისთვის

თბილისი (GBC) - მესტიაჭალას ჰესი უსაფრთხოა მოსახლეობისთვის, მინიმალურია გარემოზე ზემოქმედება და აუცილებელია აღნიშნული სიმძლავრეების ინტეგრირება ჩვენს სისტემაში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მესტიაში, მოსახლეობის იმ ნაწილთან შეხვედრის შემდეგ, რომლებიც მესტიაჭალა ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. 

მისი თქმით, ადგილობრივებთან მოხდა შეთანხმება, რომ მომდევნო შეხვედრა 24 მარტს თბილისში ჩატარდება, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტული წრეების წარმომადგენლებიც. 

მსგავსი შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მოსახლეობასთან მესამედ გამართა.

რომეო მიქაუტაძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო მესტიაჭალის ჰესის პროექტი და მისი გავლენა როგორც გარემოზე, ისე მოსახლეობაზე.

აღინიშნა, რომ მესტიაჭალა ჰესი 1-ისა და მესტიაჭალა ჰესი 2-ის დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ია, ხოლო პროექტების საინვესტიციო მოცულობა 75 მლნ აშშ დოლარია. ითქვა, რომ მშენებლობა მიმდინარეობს დარგში არსებული თანამედროვე ტექნიკური მიღწევების სრული გამოყენებით, კაშხლის მოწყობისა და მდინარის დაგუბების გარეშე, სადაწნეო მილსადენის პრინციპით, რაც გამორიცხავს პროექტის მნიშვნელოვან ზეგავლენას გარემო პირობებზე.

რომეო მიქაუტაძემ ყურადღება გაამახვილა პროექტების სოციალურ მხარეზეც. კერძოდ, ელექტროსადგურების მშენებლობის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, ხოლო ადგილობრივ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი შემოსავალი შევა, რაც მესტიის და მიმდებარე სოფლების კეთილდღეობას მოხმარდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები