ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
RMG : სახეზეა თავისუფალი ბიზნესის საქმიანობაში უხეში ჩარევა და ზეწოლა
20 მარტი, 2018, 16:22
RMG : სახეზეა თავისუფალი ბიზნესის საქმიანობაში უხეში ჩარევა და ზეწოლა

თბილისი (GBC) - ოქროს და სპილენძის მომპოვებული კომპანია RMG პოლიტიკური პარტიების მხრიდან ზეწოლაზე აცხადებს და ეკონომიკის სამინისტროს სთხოვს მიმდინარე აუქციონის სამართლიანად წარმართვას.

ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები საკუთარი, ინტერესების გამო, უკვე ღიად  ცდილობენ  კერძო ბიზნესის საქმიანობაში ჩარევას, არ ერიდებიან სიცრუის ტირაჟირებას და ღია აგრესიასაც კი.

„კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სოფელ დიდი დმანისის მომიჯნავე  16 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე, რომელიც დღეს აუქციონის გზით, იჯარით უნდა გაიცეს კომპანია RMG Gold -ი არანაირ სამუშაოებს არ აწარმოებს და ოპოზიციური პარტიები მიზანმიმართულად ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. ამაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გუშინ თავად დარწმუნდნენ, რაც აგრეთვე დადასტურდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მობილური ჯგუფის მიერ ადგილზე, თუმცა ღია პროვოკაციის მოწყობა მაინც სცადეს. ხმაურიანი განცხადებების  მიუხედავად, იმის შესახებ, რომ ისინი დღეს ადგილზე  ჩავიდოდნენ და მიწის ნაკვეთის აზომვით სამუშაოებს თავად აწარმოებდნენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს აღარ გამოჩენილან, რაც კიდევ ერთხელ გახლავთ იმის დასტური, რომ გუშინდელი დღე თავიდან ბოლომდე პოლიტიკური შოუს ნაწილი იყო.  ოპოზიციის წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იციან, რომ  მიწის ნაკვეთზე კომპანია RMG-ის   მიერ  სამუშაოები არ ხორციელდება.  აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ პოლიტიკოსები  კომპანია RMG-ის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებენ და ღიად ცდილობენ  თავისუფალი ბიზნესის საქმიანობაში ჩარევას.

კომპანია RMG, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თხოვნით მიმართავს ეკონომიკის სამინისტროს, უზრუნველყოს დღევანდელი აუქციონის სამართლიანად  წარმართვა, რადგან სახეზეა თავისუფალი ბიზნესის საქმიანობაში უხეში ჩარევა და ზეწოლა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები