ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საძელეს საბაგიროზე მომხდარ შემთხვევაზე  ექსპერტების დასკვნა უახლოეს ხანში გახდება ცნობილი
20 მარტი, 2018, 12:52
საძელეს საბაგიროზე მომხდარ შემთხვევაზე  ექსპერტების დასკვნა უახლოეს ხანში გახდება ცნობილი

თბილისი (GBC)  -საერთაშორისო  კომპანია „ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობის მოწვევით მესამე დღეა, გუდაურში იმყოფებიან, ძირითადი მოკვლევა დაასრულეს და დასკვნის მოსამზადებლად იწყებენ მუშაობას.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კომპანიის ექსპერტებმა  შეისწავლეს როგორც დოკუმენტაცია, ასევე უშუალოდ საძელეს საბაგიროზე ჩაატარეს დეტალური კვლევა შემთხვევის მიზეზების დასადგენად.

 შეგახსენებთ, რომ „ბიურო ვერიტასი“ 1828 წელს  დაფუძნდა და დღეს მსოფლიოში ლიდერი კომპანიაა ტესტირების, ტექნიკური ინსპექტირებისა და სერტიფიცირების მიმართულებით, რომელსაც აქვს საბაგირო ლიფტების შემოწმებისა და ექსპერტიზის სპეციალური ქვედანაყოფი.

16 მარტს გუდაურში მომხდარი შემთხვევის შესახებ დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის მოსამზადებლად საქართველოს მთავრობამ სწორედ „ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენლები მოიწვია, რომლებმაც საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და საბაგიროს მწარმოებელი კომპანია „დოპელმეიერის“ წარმომადგენლებთან ერთად რამდენიმედღიანი, დეტალური მოკვლევა განახორციელეს.

„ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები გუდაურს დღეს დატოვებენ. მათ მიერ მომზადებული დასკვნა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები