ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
GIG: ყაზტრანსგაზ- თბილისის წილის გასხვისების შესახებ პრინციპული თანხმობა უკვე მიღწეულია
20 მარტი, 2018, 11:44
GIG: ყაზტრანსგაზ- თბილისის წილის გასხვისების შესახებ პრინციპული თანხმობა უკვე მიღწეულია

თბილისი (GBC)  -საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა და "ყაზმუნაიგაზს" შორის ყასტრანგაზ-თბილისში“ წილის გასხვისების შესახებ პრინციპული თანხმობა უკვე მიღწეულია, - განუცხადეს GBC-ის "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში".

კომპანიაში ადასტურებენ, რომ  ბოლო პერიოდის განმავლობაში, GIG  აწარმოებდა მოლაპარაკებას ყაზახურ მხარესთან, კერძოდ, კორპორაცია „ყაზმუნაიგაზთან“, შპს „ყასტრანგაზ-თბილისის“ საწესდებო კაპიტალში მათ საკუთრებაში არსებული წილის 100% გამოსყიდვის შესახებ.

"გარიგების მასშტაბურობიდან გამომდინარე, აუცილებელია, საბოლოო იურიდიული დეტალების დაზუსტება, რაც გარიგების გასაფორმებლად გარკვეულ დამატებით დროს მოითხოვს.  "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ითვალისწინებს რა ამ საკითხის გარშემო არსებულ ფართო საჯარო ინტერესს, გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნული საბოლოო სამართლებრივი პროცესის დასრულების შემდეგ გაავრცელოს ოფიციალური ინფორმაცია გარიგების შესახებ", - აცხადებენ კომპანიაში. 

შეგახსენებთ, ყაზახური Forbes-ის ცნობით, გარიგების ღირებულება 40 მლნ დოლარია. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები