ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მედია: GIG ყაზტრანსგაზ-თბილისს 40 მილიონ დოლარად ყიდულობს
19 მარტი, 2018, 17:45
მედია: GIG ყაზტრანსგაზ-თბილისს  40 მილიონ დოლარად  ყიდულობს

თბილისი (GBC) - „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“  „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 40 მილიონ დოლარად ყიდულობს. 

Forbes.kz -ის ცნობით, "ყაზმუნაიგაზმა" „ყაზტრანსგაზის“  ქართული აქტივის გაყიდვის გადაწყვეტილება უკვე გამოაქვეყნა. 

 ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ - ასე უპასუხა  "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" გენერალურმა  დირექტორმა გასული წლის ბოლოს GBC-ის კითხვას ისევ ფიქრობს თუ არა GIG “ყაზტრანსგაზ თბილისის” შეძენაზე.  

„ბიზნესი არის ცოცხალი ორგანიზმი და გამორიცხული არაფერია. ეს ნიშნავს იმას, რომ ვფიქრობთ და ვმუშაობთ დაუღალავად ყველა მიმართულებით, რაც ენერგეტიკასთან არის დაკავშირებული“, - ამბობს ჯგუფის გენერალური დირექტორი ზურაბ გელენიძე, თუმცა მეტი დაკონკრეტებისგან თავის იკავებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მიერ „ყაზტრანსგაზ თბილისის“ შეძენაზე მოლაპარაკებები 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ გარიგების დახურვის ვადად იმავე წლის სექტემბერი დასახელდა, მოლაპარაკები გაჭიანურდა. 

თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზმა“ 2005 წელს შეიძინა. თუმცა, ბოლო წლებში აქტივს ვერ მართავს. დაგროვილი დავალიანების გამო, კომპანიაში დანიშნულია დროებითი მმართველი. 

ინვესტორმა საქმეზე საერთაშორისო არბირტრაჟსაც  მიმართა.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები