ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი  ბიზნესს პროდუქციის გაყიდვას ჩეთბოტით სთავაზობს
ნინო შუბითიძე            
19 მარტი, 2018, 13:27
თიბისი  ბიზნესს პროდუქციის გაყიდვას ჩეთბოტით სთავაზობს

თბილისი (GBC) – თიბისიმ  ბიზნესისთვის ჩეთბოტის შეთავაზებაზე განაცხადა. კომპანიას Facebook მესენჯერში  შეეძლება პროდუქციის გაყიდვა.

 „ჩეთბოტი ბიზნესისთვის“ გაყიდვების არხია, სადაც მესენჯერის ჩეთიდან გაუსვლელად რამდენიმე წამში მიიღებენ ინფორმაციას, სასურველი პროდუქტის,  კომპანიის ლოკაციისა და სამუშაო საათებზე,  ჩეთშივე  შეძლებენ შეძენას, ამასთან  ბოტის შეთავაზებული პროდუქტის მეგობრებისთვის გაზიარებას.  ასევე ჩეთიდან გაუსვლელად.

„ჩეთბოტი ბიზნესებისთვის“ აერთიანებს შემდეგ ფუნქციებს:

ელექტრონული კომერცია -  ელ. კომერცია ყველაზე მარტივი და სწრაფი გზაა პროდუქტის შესაძენად.  ეს ფუნქცია მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, Facebook მესენჯერშივე შეიძინონ სასურველი პროდუქტი  გადახდის ნებისმიერი ფორმით, ისევე როგორც ონლაინმაღაზიაში ნივთის შეძენისას.

ლოკაციის და სამუშაო საათების დადგენა - ავტომატიზირებული პასუხების საშუალებით მომხმარებელი თავიდან აირიდებს ქოლ-ცენტრში დარეკვას და მოლოდინის რეჟიმს.

საძიებო სისტემა მეტათეგებით - მეტათეგები კომპანიას შესაძლებლობას მისცემს,  კლიენტებს მისთვის ყველაზე რელევანტური შეთავაზება მიაწოდოს.

მომხმარებელი ერთი სიტყვის ჩაწერით შეძლებს მისთვის საინტერესო ყველა  პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღებას.  http://www.businessbot.ge/

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები