| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - JTI -ს (Japan Tobacco International) კიდევ ერთხელ გადაეცა Top Employer-ის ( საუკეთესო დამსაქმებლის) ჯილდო თანამშრომელთათვის საუკეთესო პირობების შეთავაზებისათვის.
ამჯერად კომპანია #1 საუკეთესო დამსაქმებლის საამაყო ჯილდოს მფლობელი გახდა საქართველოში, ევროპასა და აზიაში.
Top Employer ინსტიტუტის მიერ მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კომპანია განსაკუთრებულად ზრუნავს თანამშრომლებზე და აძლევს განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობას.
Top Employer ინსტიტუტი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ატარებს კვლევას გამორჩეული დამსაქმებლების გამოსავლენად, რომლებიც თანამშრომლებს საუკეთესო გარემოს სთავაზობენ, ავითარებენ მათ და მუდმივად აუმჯობესებენ შრომით პრაქტიკას. JTI ასეთ კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა ევროპისა და აზიის ქვეყნებში.
საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსს კვლევაში მონაწილე მხოლოდ ის კომპანიები იღებენ, სადაც თანამშრომელთა განვითარებისა და მოტივაციის უმაღლესი სტანდარტებია დანერგილი; რეგიონულ აღიარებას კი იღებენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც ამგვარი სტანდარტებით ოთხზე მეტ ქვეყანაში მუშაობენ. Top Employers ინსტიტუტმა შეაფასა JTI-ს სტანდარტები მრავალ ქვეყანაში და მიანიჭა #1 საუკეთესო დამსაქმებლის აღიარება.
Top Employer ინსტიტუტმა JTI-ში შემდეგი პირობები შეაფასა:
ნიჭიერი თანამშრომლების გამოვლენა და აღიარება
შრომითი რესურსების დაგეგმვა
ახალი თანამშრომლების ადაპტაცია (ე.წ. „ონბორდინგი“)
სწავლა და განვითარება
შრომითი ეფექტიანობის შეფასება
ლიდერების განვითარება
კარიერის მართვა
შრომითი ანაზღაურება და ბენეფიტები
კულტურა
„ჩვენი მთავარი ღირებულება აქ, JTI-ში, ჩვენი თანამშრომლები არიან. კომპანიის მომავალში დიდ ინვესტიციას ვდებთ, ვუქმნით რა ჩვენს თანამშრომლებს განვითარებისა და წინსვლის საინტერესო შესაძლებლობებს. გვიხარია, როდესაც ვხედავთ, როგორ იზრდებიან პროფესიულად და წარმატებას აღწევენ. ვამაყობთ, რომ #1 საუკეთესო დამსაქმებელი ვართ საქართველოში, ევროპასა და აზიაში“, - აცხადებს ალექსანდრ პიჩკა, JTI-ის კავკასიის ოფისის გენერალური დირექტორი.
დევიდ პინკი, Top Employer ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენი ფართომასშტაბიანი კვლევა ცხადყოფს, რომ JTI გამორჩეული დამსაქმებელია, ერთ-ერთი კომპანიაა მსოფლიოში გამორჩეულ დამსაქმებლებთან ერთად, რომელიც მუდმივად აუმჯობესებს შრომით პირობებს და გამორჩეულად ზრუნავს თანამშრომლებზე. სწორედ ამიტომ JTI გახდა 2018 წლის საუკეთესო დამსაქმებელი და უნდა იამაყოს იმით, რომ საუკეთესო დამსაქმებელთა შორის პირველია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss