ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბიურო ვერიტასის ექსპერტები გუდაურში ვითარების შესწავლას განაგრძობენ
19 მარტი, 2018, 13:13
ბიურო ვერიტასის ექსპერტები გუდაურში ვითარების შესწავლას განაგრძობენ

თბილისი (GBC) - დამოუკიდებელმა უცხოელმა ექსპერტებმა გუდაურში „საძელეს“ საბაგიროს სადგურის შესწავლა განაახლეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანია სპეციალურად დასკვნის ობიექტურობის უზრუნველყოფის მიზნით მოიწვიეს.

ექსპერტების  მიერ ობიექტზე მექანიკურ-ტექნიკური მდგომარეობის გაცნობა და ინციდენტის ადგილის დათვალიერება გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ამჟამად ექსპერტები დოკუმენტაციის შესწავლით არიან დაკავებულნი.

შესწავლის პროცესში, დამოუკიდებელი ექსპერტული კომპანიის „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტების გარდა, მონაწილეობდნენ საქართველოს პროკურატურის გამომძიებლები, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და  შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და ასევე უშუალოდ საბაგიროს მწარმოებელი კომპანიის „დოპელმაიერის“ წარმომადგენლები. გუდაურში იმყოფება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

კომპანია “ბიურო ვერიტასს” აქვს საბაგირო ლიფტების შემოწმებისა და ექსპერტიზის, ასევე გუდაურში მომხდარი მსგავსი შემთხვევების ექსპერტული გამოძიების სპეციალური ქვედანაყოფი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები