ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რას წარმოადგენს კომპანია, რომელიც  გუდაურში საბაგიროზე მომხდარ შემთხვევას შეისწავლის
18 მარტი, 2018, 19:05
რას წარმოადგენს კომპანია, რომელიც  გუდაურში საბაგიროზე მომხდარ შემთხვევას შეისწავლის

თბილისი (GBC) - გუდაურში საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შესწავლაში ფრანგული  კომპანია „ბიურო ვერიტასი“ ჩაერთო.

 კომპანიის პორტფოლიოს შესახებ ეკონომიკის სამინისტრო  ინფორმაციას ავრცელებს:

კომპანია „ბიურო ვერიტასი“ 1828 წელს შეიქმნა და დღეისთვის მსოფლიო ლიდერია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტესტირება, ინსპექტირება და სერტიფიცირება.

კომპანიას აქვს სპეციალური ქვედანაყოფი საბაგირო ლიფტების შემოწმებისა და ექსპერტიზის, ასევე გუდაურში მომხდარი მსგავსი შემთხვევების ექსპერტული გამოძიების.

„ბიურო ვერიტასის“ ექსპერტული მომსახურება უზრუნველყოფს კომპანიების ხარისხთან შესაბამისობას, უსაფრთხოების დაცვას, გარემოს დაცვასა და სოციალურ პასუხისმგებლობას.

„ბიურო ვერიტასს“ მსოფლიოს 140 ქვეყანაში 1 400 ოფისი და ლაბორატორია აქვს. კომპანიაში 69 000 თანამშრომელია დასაქმებული. კომპანიის დამკვეთთა რაოდენობა კი 400 000-ს აღწევს.

„ბიურო ვერიტასი“ მსოფლიოში აღიარებულია, როგორც სანდო ტექნიკური ექსპერტიზის კომპანია. ასევე მაღალი სანდოობით სარგებლობს კომპანიის მიერ გაცემული აკრედიტაცია.

„ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები გუდაურში, 16 მარტს საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შესასწავლად საქართველოში იმყოფებიან.

კომპანიის წარმომადგენლებმა გუდაურში საორგანიზაციო შეხვედრა უკვე გამართეს და შემთხვევის ადგილს სწავლობენ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები