ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აგრო ეფექტი ევროპული კომპანიების პარტნიორი გახდა
16 მარტი, 2018, 16:49
აგრო ეფექტი ევროპული კომპანიების პარტნიორი გახდა

თბილისი (GBC) - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრის ბენეფიციარი   „აგრო ეფექტი“  ევროპული კომპანიების პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა.

კერძოდ, კომპანია უკვე  ესპანეთიდან და ლიტვიდან წვეთოვანი რწყვის კრისტალური და გრანულირებული სასუქების და ტორფის სუბსტრატის ოფიციალური იმპორტიორია. კონკრეტულად, შეთანხმება პროდუქციის იმპორტის შესახებ ესპანურ „Antonio Tarazona“-სა და ლიტვურ „ AB Rekyva“ - სთან შედგა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფომაციო ცენტრის სერვისის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლები ბოლო 1 წლის განმავლობაში აქტიურად ეცნობოდნენ ინფორმაციას ევროკავშირის ბაზრისა და შეთანხმების მიხედვით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესახებ. ცენტრის მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ კომპანიას შესაძლებლობა მისცა ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა დაეწყო და სისტემატიურად გადაემზადებინა თანამშრომლები და მენეჯმენტი.

„აგრო ეფექტში“  ამბობენ, რომ  ევროპულ კომპანიებთან ოფიციალური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მიღწევა სწორედ DCFTA საინფორმაციო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის სწორად გამოყენების შედეგია. ევროპული ხარისხის პროდუქციაზე გაზრდილმა მოთხოვნამ ადამიანური რესურსის გაძლიერება დააყენა დღის წესრიგში. კომპანიამ ცოტა ხნის წინ ახალი სავაჭრო ობიექტი ქარელის მუნიციპალიტეტში დაამატა .

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA  საინფორმაციო ცენტრი მუდმივად მართავს  საკონსულტაციო შეხვედრებს ბიზნესთან,  იკვლევს პრობლემატიკას და ორგანიზებას უკეთებს შესაბამის ტრენინგებს ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებადი კომპანიებისთვის. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები