ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქუმსიშვილი: უმკაცრესად დაისჯება, ვინც გუდაურში მომხდარ შემთხვევაში დამნაშავედ გამოვლინდება
16 მარტი, 2018, 15:39
ქუმსიშვილი: უმკაცრესად დაისჯება, ვინც გუდაურში მომხდარ შემთხვევაში დამნაშავედ გამოვლინდება

თბილისი (GBC) - ამ წუთებში მაქსიმალური მობილიზაციაა გაკეთებული - მათ შორის გამოძახებულია ერთი ვერტმფრენი თბილისიდან, მეორე ვერტმფრენი გადმოდის ყაზბეგიდან. სამწუხაროდ, ყაზგების მხრიდან ცუდი საფრენი ამინდია, თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ ნავიგაცია პილოტს მისცემს უფლებას, დაჯდეს. სრული მობილიზაციაა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არავის ჯანმრთელობას აწი უკვე საფრთხე აღარ დაემუქროს“ - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საბაგირო გზა შემოწმებული  იყო დეკემბრის ბოლოს ყველა სტანდარტის დაცვით. 

„ამას აღარ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ფაქტია, რომ შემთხვევა  მოხდა. ახლა უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს და აუცილებლად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს,  ვინც ამაში დამნაშავე გამოვლინდება. ვფიქრობ, რომ აქ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 პირველი-ვიცე პრემიერი  გუდაურში იმყოფება, სადაც  ცოტა ხნის წინ,  სათხილამურო ტრასაზე,  ავარიული გაჩერების გამო საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც მოქალაქები დაშავდნენ. მათ ადგილზე ადგილზე დაუყონებლივ აღმოუჩინეს დახმარება, ამ წუთებში კი ორი მათგანი ჰოსპიტალიზაციისთვის ვერტმფრენით თბილისში გადმოყავთ.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები