| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 16 მარტს, პარასკევს, 19:00-ზე სასტუმრო „გალერი პალასის“ რესტორანში საზეიმოდ გაიხსნება თბილისის ბიზნეს-ლიგა ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“.
2018 წლის სეზონი შედგება 10 ტურისგან და მასში კომერციული ორგანიზაციებისა და საჯარო დაწესებულებების 30-მდე გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, „მაგთიკომი“, „სოკარი“, „ევროპაბეთი“, „ტერაბანკი“, „სამსუნგი/ალტაოქეი“, „საქაერონავიგაცია“, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ს/ს „გეფა“, სადაზღვევო კომპანია „ალფა“, სამედიცინო ცენტრი "ინოვა", მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA), შპს „გერმანელი ყასაბი“, ტურ-ოპერატორი „კაპიტან+“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ და ა.შ. შეჯიბრში მრავლად იქნებიან წარმოდგენილი აუდიტისა და კონსალტინგის კომპანიები (EY საქართველო, ნექსია თიეი, აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“, შპს "ბიდიო"), საგანმანათლებლო დაწესებულებები (კავკასიის უნივერსიტეტი) და სტარტაპები (ივენთ-კომპანია „Global Solutions“, შპს „Lambda Games“, ინტერნეტ-პლატფორმა „ნებულა“).
ბიზნეს-ლიგის თამაშები თვეში ერთხელ პარასკევობით სასტუმრო „გალერი პალასში“ გაიმართება და ორი კონკურსისგან შედგება: „მატრიცა“ და „რა? სად? როდის?“.
„მატრიცაში“ ყველა გუნდი შეეცდება წერილობითი პასუხი გასცეს 6 თემად დალაგებულ 30 შეკითხვაზე. თითოეულ თემაში კითხვებს ექნებათ ფასი: 10, 20, 30, 40 და 50 ქულა. სწორი პასუხის შემთხვევაში გუნდს ქულები მიემატება, მცადი პასუხის შემთხვევაში კი - დააკლდება. საკუთრივ „რა? სად? როდის?“ ტურნირი 36 კითხვისგან იქნება შედგენილი და ყოველი ტურის გამარჯვებული და პრიზიორები სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
„ეს პროექტი მოწოდებულია ხელი შეუწყოს ქართული ბიზნესისა და საჯარო დაწესებულებების წარმომადგენელთა ინტელექტუალურ დასვენებასა და კავშირების დამყარებას. თბილისს სჭირდება ადგილი, სადაც მთელი კვირის განმავლობაში გადაღლილი ბიზნესმენები და მენეჯერები საღამოობით შეიკრიბებიან, ერთმანეთს გაიცნობენ, გაცვლიან იდეებს და თან ინტელექტუალური თამაშებითაც გაერთობიან. ჩვენ სწორედ ასეთ პლატფორმას ვთავაზობთ მათ!“ - განაცხადა ბიზნეს-ლიგის კომისარმა მათე ჭითანავამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss