| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „ნეტო აღრიცხვა“, „მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურები“ - ეს ის დასახელებებია, რომელიც შესაძლოა არც კი გსმენიათ. მაგალითად ესაა თქვენი სახლის სახურავზე დამონტაჟებული მზის პანელი, რომელიც მიერთებულია ქსელზე და პირველ რიგში თქვენ მიერ ელექტროენერგიის მოხმარებას აკმაყოფილებს, ხოლო დარჩენილ გამომუშავებულ ენერგიას ქსელში უშვებს. ქსელიდან კი თქვენს მიერვე გამომუშავებულ ენერგიას უკან დაიბრუნებთ მაშინ, როცა ის დაგჭირდებათ!
თორნიკე დარჯანია ერთ-ერთია ვინც „ნეტო აღრიცხვაში“ ჩაერთო, საკუთარ სახლში მიკრო სიმძლავრის მზის პანელები და ქარის სადგური დააყენა.
ჯამში მან $5000-მდე დახარჯა და გარდა სახლის მოხმარებისა, გამომუშავებული ელექტროენერგია პრაქტიკულად ანულებს მისი „ბიტკოინის მაინერების“ მიერ მოხმარებულ ენერგიასაც. მან სახლში 5 კვტ სიმძლავრე განავითარა.
„თუკი დავუშვებთ, რომ არსებული ელექტროენერგიის ტარიფი უცვლელი იქნება, ჩემს ჩადებულ თანხას 9 წელში დავიბრუნებ, თუმცა თუკი მაგალითად ტარიფი ყოველწლიურად გაიზრდება 3%-ით, მე აღნიშნული თანხის დაბრუნებას 7 და შესაძლოა ნაკლებ პერიოდშიც მოვახერხებ. დამატებით წამახალისებელ კანონმდებლობასთან ერთად კი ვადა შესაძლოა 5 წლამდეც შემცირდეს“, - აღნიშნავს დარჯანია და ამბობს, რომ 1 კვტ-ის განვითარებას, ჯამში ყველანაირი ხარჯის გათვალისწინებით, $700-$1000 სჭირდება, ეს დამოკიდებულია პანელების ფასებზე, მოწოდებაზე და ა.შ.
ამ თემაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია - ის თავმჯდომარე ირინა მილორავა, GBC.ge - ბიზნესი და ეკონომიკა - ის კორესპონდენტთან მარიამ მინაძესთან ინტერვიუში საინტერესო პროექტზე საუბრობს:
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss