ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
გაიმარტივე მგზავრობა - თეგეტა მოტორსის საგაზაფხულო შეთავაზება!
15 მარტი, 2018, 14:43
გაიმარტივე მგზავრობა - თეგეტა მოტორსის საგაზაფხულო შეთავაზება!

თბილისი (GBC) - „თეგეტა“  საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ შეთავაზებას აკეთებს -   „გაიმარტივე მგზავრობა“.

შეთავაზების ფარლებში, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს პრემიუმ კლასის ბრენდ Firestone-ს ზაფხულის საბურავები 80 ლარიდან. აქცია მოქმედებს 31 მარტის ჩათვლით „თეგეტას“ ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაში.

Firestone არის პრემიუმ კლასის საბურავების მწარმოებელი კომპანია, იგი 1900 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და საბურავების წარმოების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა. Firestone მუდმივად ცდილობს იყოს ინოვატორი ტექნოლოგიებისა და უახლესი სტანდარტების დანერგვის კუთხით წარმოებაში.

„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უკვე 23 წელია ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. კომპანია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა“ სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს  მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები