| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – სითი პარკი თავისი უფლებების დაცვას როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟში ეცდება, - ამის შესახებ კომპანიის ჟურნალისტებს „სითი პარკის“ პრესსამსახურის უფროსმა ლევან ტაბიძემ განუცხადა.
ტაბიძე ამბობს, რომ კონტრაქტის ასეთი ფორმით გაწყვეტა მიუღებელია, რის გამოც „სითი პარკი“ მოითხოვს საკომპენსაციო თანხას, თუმცა რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი, ტაბიძეს არ დაუკონკრეტებია.
„მიუღებელია მერიის მხრიდან აპელირება იმ საკითზე, რომ „სითი პარკი“ არღვევს ვალდებულებებს, ვინაიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საასმართლოში მიმდინარეობს ორი დავა, თუმცა არც ერთი დავა დასრულებული არ არის და არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, მიუხედავად წარსულში მერიის მხრიდან გაკეთებული განცხადებებისა, რომ მუნიციპალიტეტის საკითხს გადაწყვეტდა კანონის საფუძველზე. დღეს სახეზეა სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება, რაც აშკარად ხდის მერიის მიზანმიმართულ და არასამართლიან გადაწყვეტილებას. მიგვაჩნია, რომ სასამართლო დავის პროცესში ასეთი უსაფუძვლო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება შეუსაბამოა დემოკრატიის პრინციპებისთვის, რაც აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს“, - ციტირებს „ლიბერალი“ ლევან ტაბიძეს.
შეგახსენებთ, „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება 10 აპრილიდან შევა ძალაში. მერიაში დარწმუნებულნი არიან, რომ პირგასამტეხლოს გადახდა არ მოუწევთ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss