| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისის მერიამ "სითი პარკს" ხელშეკრულება შეუწყვიტა.
როგორც თბილისის მერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, გადაწყვეტილება ძალაში 10 აპრილიდან შევა.
კომპანიაზე დაკისრებულ მოვალეობებს კი, დროებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეასრულებს. პარალელურად, მერია პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებას გეგმავს.
კახა კალაძე ამბობს, რომ "სითი პარკმა" არაერთი გაფრთხილება მიიღო, თუმცა ვითარება არ გამოსწორდა.
"ნათლად გამოიკვეთა კომპანია "სითი პარკის" მოქმედების პრინციპული შეუთავსებლობა საზოგადოების ინტერესთან, სამართლიანობასა და მაღალ სტანდარტებთან ", - განაცხადა კალაძემ.
"სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტა წინა მერსაც სურდა. ამ მიზნით დავით ნარმანიამ Ernst & Young -იც დაიქირავა, თუმცა ამ იურიდიულმა კომპანიამაც დაადასტურა, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის შემთხვევაში, თბილისის მერიას „სითი პარკისთვის" არანაკლებ 25 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრება.
"სითი პარკმა" პარკირების რეგულირების 15 წლიანი ექსკლუზიური უფლება 2007 წელს მიიღო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss