ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
როდიდან იქნება სავალდებულო ტაქსებში მრიცხველის დამონტაჟება
12 მარტი, 2018, 14:43
როდიდან იქნება სავალდებულო ტაქსებში მრიცხველის დამონტაჟება

თბილისი (GBC) - რეგისტრაცია, ტაქსის ვიზუალური მოწესრიგება და მრიცხველები, -  თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ტაქსით მომსახურების რეგულირებაზე განმარტება გააკეთა.

მერის მოადგილე ამბობს, რომ პროცესი 3 ეტაპად. პირველი ეტაპის მხოლოდ რეგისტრაციას და  საქმიანობის ნებართვისთვის ერთჯერადად - ე.წ. ფურცლის საფასურის გადახდას ითვალისწინებს. ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომანქანების მფლობელებისთვის გადასახადი შედარებით დაბალი იქნება. 

მეორე ეტაპზე ტაქსის მძღოლებს  ტაქსის ვიზუალი მოწესრიგება დაევალება. 

მესამე ეტაპზე, როცა სისტემა სრულად ამოქმედდება, შემოვა ტაქსომეტრი, რითაც მგზავრობის ხარჯები  გამჭვირვალე გახდება. 

მაია ბითაძე მრიცხველების შემოღებას 3 წლის შემდეგ ვარაუდობს. 

მერიის წარმოდგენილი ცვლილებებით:  თბილისში ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევაზე ჯარიმა  20 ლარიდან 500 ლარამდე იზრდება; დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სატვირთო და სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევით გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით; ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მხრიდან დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე დადგენილი გაჩერების წესის დარღვევა გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;  დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების ავტობუსის გაჩერებებზე გაჩერებისთვის ან დგომის წესის დარღვევისთვის გათვალიწინებულია 50 ლარიანი ჯარიმა; მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანის განხორციელებაზე უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებულია 200 ლარიანი ჯარიმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები