ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სააგენტო აწარმოე საქართველოში: ცაგერის ღვინის ქარხანა არ არის ჩვენი ბენეფიციარი
9 მარტი, 2018, 16:21
სააგენტო აწარმოე საქართველოში: ცაგერის ღვინის ქარხანა არ არის ჩვენი ბენეფიციარი

თბილისი (GBC) - სააგენტო აწარმოე საქართველოში GBC-ის მასალას ეხმიანება და განმარტავს, რატომ მოიხსენია სასამართლომ  სააგენტო „ცაგერის ღვინის ქარხნის“ კრედიტორად.

სააგენტოს იურისტების განცხადებით, კომპანია „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს“ ბენეფიციარი იყო, კერძოდ, მხარეებს შორის გაფორმებული იყო სუბვენციის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ცაგერის ღვინის ქარხანას“ გადაერიცხა თანხა სუბვენციის სახით, რომლის დაბრუნებაც უნდა დაეწყო 2004 წლის იანვრიდან.

„ქარხანამ ჯეროვნად ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და საინვესტიციო სააგენტომ მოითხოვა თანხის ანაზღაურება (პირგასამტეხლოს ჩათვლით). საქმე სასამართლომდე მივიდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ცაგერის ღვინის ქარხანას“ დაეკისრა 125 125 ლარის გადახდა სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს სასარგებლოდ. ეს გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაშია შესული, სააღსრულებო ფურცელი წარდგენილია სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროში“ რის საფუძველზეც ქარხნის ქონებას დაედო ყადაღა.

2017 წლის ზაფხულში ლიკვიდირებულ იქნა საინვესტიციო სააგენტო, მის უფლებამონაცვლედ კი განისაზღვრა სსიპ - აწარმოე საქართველოში. შედეგად, „ცაგერის ღვინის ქარხნის“ საქმეც აღმოჩნდა „აწარმოე საქართველოში“", - განმარტავენ სააგენტოს იურისტები. 

მათი ინფორმაციით, 2017 წლის 29 ივნისს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ითხოვა ქარხნის ბალანსზე რიცხულ მთელ ქონებაზე ყადაღისა და ვალდებულებების გაუქმებასთან დაკავშირებით პოზიცია, რაზეც სააგენტომ განაცხადა, რომ არ იყო წინააღმდეგი განხორციელდეს შპს „ცაგერის ღვინის ქარხნისთვის“ სსიპ „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს“ მიმართ რიცხული დავალიანების - 125 125  ლარის პატიება და კომპანიის სამართლებრივი შეზღუდვისაგან გათავისუფლება, შემდგომში საწარმოს ქონების კაპიტალიდან ამოღების და სახელმწიფოს მიერ მისი განკარგვის მიზნით. 

შეგახსენებთ 7 მარტს გამოქვეყნდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, კომპანია გაკოტრებულად რეგისტრაციის გაუქმების გზით გამოცხადდა. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები