| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- Moredash -ის შოურუმში წარდგენილი ქართველი დიზაინერების კოლექციებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ცნობით, შოურუმის ფარგელებში ქართულ ბრენდებს ცნობილი შემსყიდველები გაეცნენ. ამას გარდა, ბრენდის წარმომადგენლებმა თუ დიზაინერებმა ბიზნესკავშირების დამყარება შეძლეს პოტენციურ დამკვეთებთან, მოახდინეს წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია და დიდი ინტერესიდან გამომდინარე მოხდება პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზეც რეალიზაცია.
შოურუმში 8 ქართველმა დიზაინერმა წარადგინა ბრენდები: N-Duo, Dalood, Anouki, Tamuna Ingoroyva, Lako Bukia, Brand Lalo, Materia Tbilisi და Ltd Lya
ღონისძიება, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში წელიწადში ოთხჯერ ტარდება, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაახლოებით 100 კომპანიასა, 130 ცნობილ შემსყიდველს (ე.წ ბაიერი) და პრესის წარმომადგენელს მასპინძლობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss