ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კასპერსკი: საქართველოს მომხმარებელთა  42,59%  გასულ წელს, სპამთან დაკავშირებულ პრობლემას  შეეჯახა
7 მარტი, 2018, 15:07
კასპერსკი: საქართველოს მომხმარებელთა  42,59%  გასულ წელს, სპამთან დაკავშირებულ პრობლემას  შეეჯახა

თბილისი (GBC) - 2017 წლი მეორე ნახევარში საქართველოში  სპამის პრობლემასთან შეჯახებული მომხმარებლის რაოდენობამ შეადგინა 42,59%, -   ასეთ  დასკვნამდე მივიდნენ „კასპერსკის ლაბორატორიის“ 2017 წლის სპამსა  და ფიშინგზე  ანგარიშის  ავტორები.

ისინი აღნიშნავენ, რომ ფიშინგი ინტერნეტში გახდა   უფრო  ფარული და „ვერაგული“— ნამდვილი საიტების გარჩევა ფალსიფიცირებულისაგან უფრო და უფრო  ძნელდება.

ამგვარად,  თუ ერთი წლის წინათ ერთ-ერთი  მისაღები რჩევა ფიშინგური ვებ  გვერდების შეცნობისათვის იყო  SSL-სერტიფიკატის ქონა (HTTPS-ის არსებობა სამისამართო სტრიქონზე), დღეისათვის ის ნამდვილად ვერ იძლევა უსაფრთხოების გარანტიას. SSL-სერტიფიკატები ხშირად გვხვდებიან ფიშინგურ გვერდებზე. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს Let’s Encrypt და  Comodo ცენტრების უფასო 90 დღიანი სერტიფიკატები, რომელთა მიღებაც ძალიან მარტივია.  გარდა ამისა, ფიშინგური გვერდები ხშირად ჩნდებიან სერტიფიკატით უზრუნველყოფილ გატეხილ საიტებზე. საბოლოოდ კი ყალთაბანდები აქტიურად იყენებენ SSL-სერტიფიკატიან ვებ-ჰოსტინგებს ფიშინგური მონაცემების განსათავსებლად.

ხშირად  არასაიმედო გახდა მეორე მნიშვნელოვანი წესიც — დომენის მართლწერის შემოწმება.  ფიშერები აქტიურ ექსპლოატაციას უწევენ Punycode კოდირებას, რომელიც გამოიყენება ბრაუზერების მიერ Unicode სიმბოლების წარმოდგენისათვის სამისამართო გრაფაში.  მაგრამ, თუ  დომენის სახელის ყველა სიმბოლო მიეკუთვნება ერთ ენას, ბრაუზერი აჩვენებს მათ არა Punycode ფორმატში, არამედ მითითებულ ენაზე.  ყალთაბანდები არჩევენ სიმბოლებს, რომლებიც მაქსიმალურად მსგავსია ლათინურის და ადგენენ  მათგან დომენურ სახელებს, რომელიც ჩამოგავს ცნობილი კომპანიის დომენს. ფიშერები ყოველთვის ვერ ახერხებენ აბსოლიტურად იდენტურ სიმბოლოთა არჩევას, მაგრამ ისინი გამოიყურებიან საკამოდ დამაჯერებლად: მაგალითად, ადვილად შეიძლება ერთმანეთში იქნას არეული  სიმბოლო m და იგივე სიმბოლო ქვემოთ პატარა წერტილით. გარდა ამისა, საკვანძო  სიტყვებში ასეთი დომენების აღმოჩენა რთულია.

 „ტექნიკურად ფიშინგი ხდება უფრო დახვეწილი და მოწინავე - თაღლითები უფრო მარტივად ახერხებენ მსხვერპლის ანკესზე აგებას, ამიტომაც მეტად ყურადღებით უნდა ვიყოთ როგორც უცნობი წყაროს  გზავნილზე გადასვლისას, ასევე ნაცნობისაც.  რაც შეეხება თაღლითების მიერ გამოყენებულ საკვანძო თემებს,  როგორც ადრე, დღესაც  ეს არის ახალი ამბების მაუწყებელი ძირითადი მოვლენები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში თქვენ გელოდებათ გზავნილები, რომლებიც შეგახსენებთ ფეხბურთში  მსოფლიოს ჩემპიონატს ან სხვა რაიმე მოვლენას.  ხოლო კიბერდამნაშავეთა ფინანსური კომპონენტის მხედველობაში მიღებით, 2018 წელს უნდა ველოდოთ როგორც ყალთაბანდურ, ასევე ფიშინგურ  „კრიპტოვალიუტურ“  სპამებს“,  — აღნიშნა  „კასპერსკის ლაბორატორიის“ წამყვანმა  კონტენტ - ანალიტიკოსმა  ნადეჟდა დემიდოვამ.

ანალიტიკოსთა მიერ 2017 წელს გამოყოფილ მთავარ ციფრთა და ტენდენციათა შორის:

ფოსტის მიმოსვლაში სპამის წილმა შეადგინა 56,63% ( 1,68 პ-ით მცირე ვიდრე 2016 წელს);

ყველაზე მეტი სპამი მოდიოდა აშშ-დან — 13,21%;

ფოსტაში ყველაზე გავრცელებული ბოროტმზრახველთა ოჯახია — Trojan-Downloader.JS.Sload;

რეგისტრირებული იქნა 246 231 645 „ანტიფიშინგური“ სისტემის გააქტიურება.

უნიკალურ მომხმარებელთა 15,9% შეეჯახა ფიშინგის პრობლემას.

მეტის გაგება 2017 წლის სპამისა და ფიშინგის განვითარების  შესახებ  შესაძლებელია „კასპერსკის ლაბორატორიის“ ანგარიშგებიდან: https://securelist.ru/spam-and-phishing-in-2017/88630/.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები