ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტოკიოში FOODEX JAPAN 2018-ზე ქართული ღვინო 10 კომპანიამ წარადგინა
ნინო შუბითიძე  
7 მარტი, 2018, 14:18
ტოკიოში FOODEX JAPAN 2018-ზე ქართული ღვინო 10 კომპანიამ წარადგინა

თბილისი (GBC) – ქართული ღვინო ტოკიოში FOODEX JAPAN 2018-ზე 10 კომპანიით წარსდგა.

“მეღვინეობა ვაზიანი”, “მარანული”, “დუგლაძეების ღვინის კომპანია”, “შატო ნეკრესი”, შპს “ქინძმარაული”, “სარაჯიშვილი”, შპს “ალავერდი”, “ქიმერიონი”, “მოსმიერი” და “ჩელთი”.

ღვინის ეროვნული სააგენტოს  წარმომადგენელი ირაკლი ჩოლობარგია იაპონელი ექსპერტების დიდ დაინტერესებაზე აცხადებს, განსაკუთრებით ქვევრის ღვინით, -„იაპონელი მომხმარებელი და ღვინის პროფესიონალები ბოლო რამდენიმე წელია დიდ ყურადღებას იჩენენ ქართული ღვინის მიმართ, რაც აისახა კიდეც მზარდ ექსპორტში. სააგენტოს  აქტივობები მოიცავს როგორც დეგუსტაციებსა და გამოფენებში მონაწილეობას, ასევე იაპონელი ექსპერტების ვიზიტების დაგეგმვას საქართველოში, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა ადგილზე გაეცნონ ქართულ ღვინოს და მის კულტურას." 

გამოფენა 9 მარტამდეა. უკვე გაიმართა პრეზენტაცია „საქართველო - ღვინის აკვანი“  და  სემინარი, ჟურნალისტების, იმპორტიორების, ექსპერტების, რესტორნების და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლების მონაწილეობით, მათ შორის იყო  იაპონიის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი სატორუ მორი.

„FOODEX JAPAN” 1976 წლიდან ტარდება და  აზიაში  ყველაზე მასშტაბურ გამოფენად  მიიჩნევა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები