| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ხაზგასმით ვამბობ დღევანდელთან შედარებით ხვალინდელი დღე იქნება კონკურენციისთვის უკეთესი, - ასე ეხმაურება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ბაზარზე დუოპოლიის საფრთხეზე გაკეთებულ შეფასებებს.
კახა ბექაური ამბობს, რომ ამ დრომდე სხვადასხვა წრეებში გაკეთებული შეფასებებიდან ჯანსაღი მოსაზრება არ გაუგია.
„საიდან მოდიან და საიდან აღმოცენდნენ ეს ექსპერტები ტელეკომუნიკაციის სფეროში ესეც გაუგებარია. აბსოლუტურად უსაგნო და არაკვალიფიციურ განცხადებებს აკეთებენ. ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ კომისიას ყველანაირი რესურსი და ბერკეტი გააჩნია, რომ რაც არ უნდა მსხვილი გარიგება შედგეს ბაზარზე, ზეგავლენა ჰქონდეს მასზე და ამით არ შეიზღუდოს კონკურენცია. ეს რაც შეეხება ზოგადად ბაზარს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ ეხება ამ კონკრეტულ გარიგებას”, - ამბობს ბექაური.
მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ დღეს „ჯეოსელი“ ფიქსირებული ინტერნეტის გარეშე ოპერირებს და ბოლო 2 წელია, ბაზრიდან გასვლის გამო, ინფრასტრუქტურის განვითარებაში მინიმალური ინვესტიცია აქვს განხორციელებული. მისივე განცხადებით, „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ 100%-ის წილის შესყიდვა მომხმარებლისთვის მეტ შესაძლებლობას გააჩენს და პროდუქტები უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
„ვისაც ფინანსები და ეს ბიზნესი ესმის დამეთანხმება, რომ გაერთიანების შემთხვევაში ფიქსირებული ხარჯები შემცირდება, რაც მომხარებლებისთვის წარმოშობს დიდ შესაძლებლობებს, მათ ერთის მხრივ გაუუმჯობესდებათ სერვისები და მეორეს მხრივ - პროდუქტების ხელმისაწვდომობა. ერთი სიტყვით, ეს მომხმარებლისთვის სასიკეთო გარიგებაა. ხაზგასმით ვამბობ, დღევანდელთან შედარებით ხვალინდელი დღე იქნება კონკურენციისთვის უკეთესი. დღეს „მაგთი“ ერთ-ერთი ოპერატორია, რომელსაც კონსოლიდირებული აქვს მობილური და ფიქსირებული აქტივები და თუ მეორე და მესამე კომპანიაც არ გაძლიერდა გაჭირდება მასთან კონკურენცია” - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.
კახა ბექაურმა აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით კომპანია „ბილაინსაც“ უპასუხა და განაცხადა, რომ „ბილაინის“ მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამ გარიგებით ბაზარი განვითარებამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდება, კატეგორიულად მიუღებელი და მცდარია.
„ჩვენ აქამდეც ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ არასწორი კონკურენციისგან ”ბილაინს“ და ამის ბერკეტები კომისიას აქვს, მაგრამ არ დავიცავთ იმისგან და არ მივცემთ საშუალებას, რომ გააჩეროს განვითარება და მომხმარებლისთვის საუკეთესო პროდუქტის მიწოდება. თუ კომპანია ამისკენ არ წავა და საქართველოს ბაზარს მხოლოდ ექსპერიმენტების რეჟიმში განიხილავს ჩვენ ამას ნამდვილად ვერ შევეგუებით. ჩვენ გვინდა რომ მესამე ოპერატორი გაძლიერდეს და სერიოზული კონკურენცია გაუწიოს ბაზარზე არსებულ კომპანიებს ისევ და ისევ მომხმარებლის სასიკეთოდ“,- აცხადებს კახა ბექაური.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss