| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - დარღვევების გამო 120 მშენებლობაა შეჩერებული, - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძე ამბობს, რომ გამოვლინდა სამშენებლო უსაფრთხოების იგნორირების, ან დარღვევით მიმდინარე მშენებლობები, რის გამოც გაფრთხილება 500 ობიექტს მიეცა, მათგან უკვე დაჯარიმდა 272 სამშენებლო ობიექტი, შეჩერების დადგენილება კი ამოქმედდა 120 ობიექტის მიმართ.
მერმა კანონმდებლობის გამკაცრებაც დაანონსა, აღნიშნა, რომ ცვლილებები უკვე მომზადებულია და პარლამენტშია გადაგზავნილი.
კალაძის განმარტებით, საჭიროა ზედამხედველობის და მონიტორინგის გაძლიერება იმ დარღვევებზე, რომლებიც აზარალებს თბილისს.
"ჩვენ უკვე დავიწყეთ და მომავალში კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით მივუდგებით უკანონოდ ან სხვადასხვა სახის კანონდარღვევით მიმდინარე მშენებლობების თემას", - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს ზედამხედველობის სისტემა, უფრო მობილური და ეფექტური უნდა გახდეს დაჯარიმების პროცესი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss